ნეიროლინგვისტური პროგრამირება (ნლპ): მითი, თუ რეალობა?

რა არის ნლპ?
რა არის ნლპ?

რაში დაგეხმარებათ ნლპ?

  • გაიგოთ რა გინდათ და როგორ მიაღწიოთ ამას;
  • ააწყოთ ეფექტური და მყარი პირადი ურთიერთობები.
  • გაგიძლიერებთ რწმენას საკუთარ თავში და აგიმაღლებთ თვითშეფასებისშეგრძნებას;
  • სწორად დაგეგმოთ და გაანაწილოთ დრო;
  • თავად განკარგოთ საკუთარი ცხოვრება;
  • თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენასა და გამოყენებაში;
  • განივითაროთ შემოქმედებითობის უნარი, რაც უფრო მიმზიდველსგახდის პირადი და პროფესიული მიზნების მიღწევის პროცესს.
  • იყოთ წარმატებული და ბედნიერი!

პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში ნლპ შედარებით ახალი მიმართულებაა.

პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში ნლპ შედარებით ახალი მიმართულებაა.

პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში ნლპ შედარებით ახალი მიმართულებაა.
პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში ნლპ შედარებით ახალი მიმართულებაა.

პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში ნლპ შედარებით ახალი მიმართულებაა.მას საფუძველი 70-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში, სანტა-კრუზის უნივერსიტეტში ჩაეყარა. მისი ფუძემდებლები არიან ჯონ გრინდერი, იმ დროისთვის ლინგვისტიკის კათედრის ასისტენტი, და რიჩარდ ბენდლერი, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი. თავის გამოკვლევებში გრინდერი და ბენდლერი ცდილობდნენ მსოფლიო აღიარების მქონე ფსიქოთერაპევტების – ფრიც პერლზის, გეშტალტთერაპიის ფუძემდებლის, ვირჯინია სატირის, ოჯახური თერაპიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელის, მილტონ ერიქსონის, ცნობილი გიპნოთერაპევტის, თანამედროვე გიპნოთერაპიის ფუძემდებლის, ქცევის მოდელირებას. აღმოჩნდა, რომ მათაც იგივე შედეგები მიიღეს, როგორსაც იღებდნენ ისინი. საიდანაც გააკეთეს დაკვნა: ნლპ მოდელირების და ეფექტური კომუნიკაციის ტექნოლოგიაა.

მას საფუძველი 70-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში, სანტა-კრუზის უნივერსიტეტში ჩაეყარა. მისი ფუძემდებლები არიან ჯონ გრინდერი, იმ დროისთვის ლინგვისტიკის კათედრის ასისტენტი, და რიჩარდ ბენდლერი, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი. თავის გამოკვლევებში გრინდერი და ბენდლერი ცდილობდნენ მსოფლიო აღიარების მქონე ფსიქოთერაპევტების – ფრიც პერლზის, გეშტალტთერაპიის ფუძემდებლის, ვირჯინია სატირის, ოჯახური თერაპიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელის, მილტონ ერიქსონის, ცნობილი გიპნოთერაპევტის, თანამედროვე გიპნოთერაპიის ფუძემდებლის, ქცევის მოდელირებას. აღმოჩნდა, რომ მათაც იგივე შედეგები მიიღეს, როგორსაც იღებდნენ ისინი. საიდანაც გააკეთეს დაკვნა: ნლპ მოდელირების და ეფექტური კომუნიკაციის ტექნოლოგიაა.

იგი ტრანსფორმაციის ფსიქოტექნოლოგიაა მათთვის, ვინც დაინტერესებულია პირად და პროფესიულ ცხოვრებაში ეფექტური ცვლილებებით, შინაგანი რესურსების სრულად გამოვლენითა და გამოყენებით, ალბათ გაინტერესებთ, რატომ დაარქვეს ასეთი რთული და ერთი შეხედვით გაუგებარი სახელი -ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება. ეს გულისხმობს მეცნიერების სამი ერთმანეთისგან განსხვავებული სფეროს ინტეგრაციას.

კომპონენტი “ნეირო” აზროვნების, ქცევის და საერთოდ შემეცნებით პროცესებში ნერვული სისტემის მონაწილეობას, მის შიგნით გარკვეული პროგრამების შესრულების პროცესზე მიგვანიშნებს. გამოცდილება არის ინფორმაციის სინთეზი, რომელსაც ვიღებთ და გადავამუშავებთ ნერვული სისტემის საშუალებით. ეს პრაქტიკულად დაკავშირებულია სამყაროს აღქმასთან ჩვენი გრძნობათა ორგანოების: მხედველობის, სმენის, ყნოსვის, გემოვნებისა და ტაქტილური შეგრძნებების საშუალებით.

კომპონენტი “ლინგვისტიკა” -NLP-ის თვალსაზრისით, ენა (მეტყველება) ნერვული სისტემის ერთგვარი პროდუქტია, ამასთანავე ახდენს ნერვული სისტემის სტიმულირებას და ფორმირებას. მეტყველება -ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა, რომელიც ერთი ადამიანის მიერ, მეორის გააქტიურებას ან სტიმულირებას უწყობს ხელს.

Close Menu