სალამი ცნობისმოყვარე ადამიანო,
მადლობა, რომ შემოიხედეთ ჩვენს გვერდზე. ცნობისმოყვარე იმიტომ, რომ ეს ის არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, რომელიც ახლის შეცნობისა და მუდმივი განვითარების საფუძველია. მოხარული ვარ, რომ ამჟამად თქვენი ცნობისმოყვარეობის მიზეზი სწორედ ნლპ-ით დაინტერესებაა.
შესაძლებელია,
ჯერ არაფერი იცით ნლპ-ის შესახებ და დაინტერესდით, რას ნიშნავს ეს ასოთა წყობა?
ან უკვე იცით, რომ ნლპ – ნიშნავს ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებას, გსმენიათ იმ საოცარი მიღწევების შესახებ, რომელსაც ადამიანები მისი საშუალებით აღწევენ, გაინტერესებთ, თქვენც შეძლებთ მისი გამოყენებით წარმატებების მიღწევას? და უფრო მეტი გინდათ გაიგოთ;
ან უკვე იცით, რომ ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება, ანუ ნლპ, როგორც მას ხშირად უწოდებენ სიმარტივისთვის, არის პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში ყველაზე ჯადოსნური მიმართულებაა;
ისიც იცი, რომ მისი საშუალებით საკუთარ თავში ახალი უნარების აღმოჩენა და საოცნებო ცვლილებების მიღწევაა შესაძლებელი.
ან ეს ყველაფერი უკვე იცი და ეძებ, სად შეიძლება შეისწავლო და დაეუფლო საკუთარი გონებისა და სხეულის მართვის ხელოვნებას.
თუ ამ ყველაფერს განვიხილავთ პროფესიული ზრდის ეტაპების მიხედვით (სულ 4 ეტაპია), თქვენ ჯერ მხოლოდ მე-2 ეტაპზე ხართ.
ნლპ პრაქტიკოსის ტრენინგის გავლის გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს მესამე ეტაპზე გადასვლას. სწავლის და ახალი უნარების განვითარების მთელი პროცესი მხოლოდ მესამე ეტაპია. აი როცა მიღებული ცოდნა და ახალი უნარების არაცნობიერად გამოყენებას შეძლებთ შემიძლია მოგილოცოთ, თქვენ გადახვედით მეოთხე საფეხურზე, რომელსაც არაცნობიერი კომპეტენტური ჰქვია.
რასაც ჩვენ საუკეთესოთ ვაკეთებთ, ვაკეთებთ არაცნობიერად.
ნლპ – ცვლილებების ხელოვნებაა!!!
და მაინც,
რა არის ნლპ?