ნლპ სკოლის ისტორია

საქართველოს ნლპ სკოლა ჩამოყალიბდა ნლპ-ის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის (რომელიც ფუნქციონირებდა 2010 წლის 17 დეკემბრიდან ნლპ სკოლის დაარსებამდე) და საქართველოს ნლპ-ის ასოციაციის (2002 წლიდან დღემდე ფუნქციონირებს) ბაზაზე.

დაფუძნების იდეა

ნლპ სკოლის დაფუძნების იდეა დაიბადა 2017 წლის სექტემბერში ლონდონის ნლპ სკოლის დამფუძნებელი/დირექტორის რობი სტეინჰაუსის (Robbie Steinhouse) პირველი, არაჩვეულებრივი ტრენინგის „გონივრული ლიდერობა – „Mindful Leadership“ წარმატებით ჩატარების შემდეგ.

2018 წლის 19 თებერვლიდან დაფუძნდა საქართველოს ნლპ სკოლა.

და აი, უკვე 2 წელია წარმატებით ვთანამშრომლობთ ლონდონის ნლპ სკოლასთან და მის გუნდთან. ამ მოკლე დროში ჩვენ შევძელით 39 ნლპ პრაქტიკოსის სერტიფიცირება, რომლებიც ფლობენ ლონდონის ნლპ სკოლის საერთაშორისო სერტიფიკატს „NLP Practitioner“-ს და შეუძლიათ მაღალკვალიფიციური კონსულტირების გაწევა ნებისმიერი მსურველისთვის.

დაფუძნების იდეა

დაფუძნების იდეა
დაფუძნების იდეა
Close Menu